LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავლაბარში ავარიული შენობის ნაწილი ჩამოინგრა

116
ავლაბარი

ავლაბარში, ფაღავას ქ. N18-ში ავარიული შენობის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ისნის რაიონის გამგეობის ცნობით, გამგეობას აღნიშნულ შენობაში მცხოვრები ხუთი ოჯახი გაყვანილი ჰყავს ბინის ქირის კომპენსაციით.

მათივე განმარტებით, ავარიულ საცხოვრებელ სახლში დარჩენილი იყო ორი ოჯახი, რომლებმაც თავის დროზე უარი თქვეს გამგეობის შეთავაზებაზე.

„ამჯერად ეს ორი ოჯახიც აცხადებს თანხმობას ბინის ქირით კომპენსაციაზე და ისინი უახლოეს პერიოდში დაკმაყოფილდებიან“ , – განმარტავენ ისნის რაიონის გამგეობაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g