LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„30 წლამდე ასაკის მამაკაცი კლინიკაში რჩება“ – როგორია ავლაბარში სახლის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა

188
ფორტუნა (3)

დღეს დილით, ავლაბარში, სახლის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს.

ავლაბარში სახლი ჩამოინგრა – დაშავდა ერთი ადამიანი

როგორც „ფორტუნას“ კლინიკის ექიმმა განუცხადა, დაშავებული მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება:

„შემოყვანილია 30 წლამდე ასაკის მამაკაცი, იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება.

აქვს მოტეხილობები, მათ შორის, ცხვირის ძვლის ნაზი ხაზოვანი მოტეხილობა“, – უთხრა „ფორტუნას“ ექიმმა.

ცნობისათვის, ავლაბარში სახლი დღეს დილით ჩამოინგრა. დაშავებული პირი ნანგრევებიდან მაშველებმა ამოიყვანეს.

როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე შესაბამისი სამსახურებია მობილიზებული და გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები