LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრალია ტელეფონზე მოსაუბრე მძღოლების გამოსაჭერად ახალ ტექნოლოგიას გამოიყენებს

102
car-mobile-aus

ავტომობილის მართვის დროს სმარტფონის გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა. ავსტრალიელ მძღოლებს მავნე ჩვევის მოშორებაში ახალი ტექნოლოგია დაეხმარებათ. Associated Press-ის ინფორმაციით, სიახლე დასაწყისისთვის სამხრეთ უელსის შტატში დამონტაჟდება. სისტემა ორი ვიდეოკამერისგან შედგება, ერთი კამერა ავტომობილის სანომრე ნიშანს გადაიღებს, მეორე კი მძღოლის ხელებს დააფიქსირებს. მასალას ახლადშექმნილი სამსახურის თანამშრომლები შეამოწმებენ და კანონდამრღვევებს 232 დოლარიან ჯარიმას გამოუწერენ.

მასშტაბური პროექტი, რომელიც მსოფლიოში პირველად ხორციელდება, უელსის შტატში 45 კამერის დამონტაჟებით დაიწყო. მომავალში მისი გავრცობა მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება.

საინტერესოა, რომ სისტემა ჯერ-ჯერობით სატესტო რეჟიმში მუშაობს და უკვე 100 ათასზე მეტი დარღვევა გამოავლინა. ასე რომ სიახლე ნამდვილად ეფექტურია.

მთავრობა გეგმავს, რომ 2023 წლისთვის წელიწადში მინიმუმ 135 მილიონი ავტომობილი შეამოწმოს ხოლმე.

https://www.apnews.com/421bdbd1fac644739529fb1ed0a6fd0f

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g