LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრალიაში დაღუპული მოხალისე მეხანძრის შვილი მედალით დააჯილდოვეს

598
81279553-10157572586460552-7001043940862328832-o

ავსტრალიაში, სადაც ხანძარი 2019 წლის სექტემბრიდან მძვინვარებს, რამდენიმე დღის წინ, მოხალისე მეხანძრე დაიღუპა. ჯეფრი კინტონი 19 დეკემბერს, მაშინ გარდაიცვალა, როცა ახალი სამხრეთ უელსის შტატში მძვინვარე ხანძრის ლოკალიზებას ცდილობდა.

32 წლის მოხალისე მეხანძრე განსაკუთრებული სიმამაცისთვის სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვეს. ვაჟკაცობის მედალი მის შვილს, წლის და 7 თვის ჰარვის გადასცეს, რომელსაც სპეციალური უნიფორმა ეცვა, როდესაც გულმკერდზე მამის პატივსაცემად მედალი დაჰკიდეს.

მოხალისე მეხანძრესთან გამომშვიდობების დღეს ემოციების გარეშე არ ჩაუვლია.

 

ავსტრალიაში ტყის მასშტაბური ხანძრები 2019 წლის სექტემბრის შემდეგ მძვინვარებს. სტიქიამ ხუთ მილიონზე მეტი ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადაწვა. გადამწვარია ათასობით სახლი. ამასთან ერთად, ხანძრების შედეგად დაიღუპა დაახლოებით ნახევარი მილიარდი ცხოველი.მდგომარეობას მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ართულებს, რის გამოც მეხანძრეები სტიქიის ლოკალიზებას ვერ ახერხებენ.

პინკმა ავსტრალიელ მეხანძრეებს $500 000 გადაურიცხა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g