ავსტრალიაში გაუარესებულმა ამინდმა მსხვერპლი გამოიწვია, ხოლო ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
BBC-ის ინფორმაციით, ძლიერი ქარიშხლის შედეგად ახალი სამხრეთ უელსისა და ქუინსლენდის შტატებში წყალდიდობა მოხდა, რაც ელექტროგადამცემ ხაზებსა და ხეების დაზიანებას მოჰყვა. სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
დაზარალებულ რეგიონებში დაახლოებით 290 000 საცხოვრებელი სახლი და კომერციული ობიექტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.