საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სიდნეიში სამოგზაურო მედია კონფერენციაში IMM Australia 2025 (International Media Marketplace) მიიღო მონაწილეობა.
ადმინისტრაციის წარმომადგენლები, კონფერენციის ფარგლებში, National Geographic-ის, BBC-ის, CNN-ის, Conde Nast Traveler-ის, Lonely Planet-ის, The Independent-ისა და სხვა გავლენიანი მედიასაშუალებების ჟურნალისტებს, რედაქტორებსა და ბლოგერებს შეხვდნენ.

უცხოური მედიის წარმომადგენლები გაეცნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, ზაფხულისა და ზამთრის კურორტებს, სათავგადასავლო ტურისტულ მიმართულებას.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ცნობადობის გაზრდისა და ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით, უცხოელი ჟურნალისტებისთვის, ინფლუენსერებისა და ბლოგერებისთვის მედიატურებს გამართავს.

International Media Marketplace 2025-ში 200-ზე მეტი მედიასაშუალება და 155 ბრენდი მონაწილეობდა. კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ბეჭდურ და ციფრულ მედია ინდუსტრიაში მოღვაწე პირების გაერთიანება, ტურიზმის სფეროში მომუშავე სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტების, ინფლუენსერების, ბლოგერების, იუთუბერებისა და ინსტაგრამერების ერთ სივრცეში შეკრებაა.