LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიაში გაუქმებულ კონცერტებთან დაკავშირებით, ტეილორ სვიფტმა დუმილი დაარღვია

216
88789775-0-image-a-25_1724281792

20 აგვისტოს, ტეილორ სვიფტის The Eras Tour-ის ევროპული კონცერტების სერია, ინგლისში დასრულდა. დასკვნითი პერფორმანსით, 34 წლის არტისტი ლონდონში, უემბლიზე, 90 000 მსმენელის წინაშე წარდგა.

ინგლისში, ტეილორ სვიფტის კონცერტებთან დაკავშირებით, უსაფრთხოების მკაცრი ზომები მოქმედებს

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ამერიკელ შემსრულებელს ავსტრიაში დაქენსელებული კონცერტების შესახებ არაფერი უთქვამს. ახლახან, მან დუმილი დაარღვია და ამის მიზეზიც განმარტა.

,,ასეთ დროს დუმილი თავშეკავებაა. საჯაროდ არასდროს ვსაუბრობ თემებზე, რომლითაც შესაძლოა პროვოცირება გავუწიო ვინმეს, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც ჩემი გულშემატკივრისთვის ზიანის მიყენება უნდათ. მათი უსაფრთხოება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია,” – დაწერა მუსიკოსმა.

შეგახსენებთ, რომ 8, 9, 10 აგვისტოს, ტეილორ სვიფტის კონცერტები ვენაში, ტერაქტის საფრთხის გამო გაუქმდა.

ტეილორ სვიფტის კონცერტზე ტერორისტული აქტი იგეგმებოდა – მომღერლის პერფორმანსები ავსტრიაში გაუქმდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები