გორთან, თბილისი-სენაკის ავტობანზე ავარია მოხდა. ერთმანეთს დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მომავალი მსუბუქი და “გაზელის” ტიპის ავტომანქანები შეეჯახნენ.
დაშავებულია მსუბუქი ავტომობილის მძღოლი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავარიის გამო, ამ დროისთვის მანქანების გადაადგილება ავტობანზე შეფერხებულია. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო და სასწრაფო დახმარების მანქანები.