LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტობუსებში გაჩერებები გამოცხადდება – პროექტი უკვე მზად არის

1347
avtobusebis gamocxadeba

ტრანსპორტის ახალი სქემის ამუშავების შემდეგ, ავტობუსებში გაჩერებები გამოცხადდება – ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ „ავტორადიოს“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პროექტი ფაქტობრივად მზად არის.

გაჩერებების ნახევარზე მეტი პრაქტიკულად დამუშავებულია. დარქმეულია სახელები. ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. ახალ ავტობუსებში გვაქვს სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს გამოცხადებას. სატრანსპორტო კომპანიას დარჩენილი აქვს ეტაპი გამოაცხადოს ტენდერი, იქ სადაც სახელები უკვე მინიჭებულია გაჩერებებზე, მოახდინოს გამოცხადების ტექნიკური უზრუნველყოფა – შემდეგ ჩაწერა და ჩატვირთვა უნდა მოხდეს. სერიოზული მოთხოვნაა ამ მიმართულებით და ახალი სატრანსპორტო სისტემის ამოქმედებასთან ერთად, ეს სისტემაც დაიწყებს მუშაობას. დღეს რომ გავაკეთოთ, ორმაგი ხარჯი გამოგვივა, რადგან შემდეგ მარშრუტების გადაგეგმარება მოგვიწევს და ყველაფრის ახლიდან დაპროგრამება“, – განაცხადა მამუკა მუმლაძემ „ავტორადიოს“ ეთერში.

 

“მარშუტკების” განახლება და ავტობუსების ახალი სისტემა – ტრანსპორტის მიმართულებები სრულად შეიცვლება

დიღმიდან გაგარინამდე “სწრაფი ავტობუსი” იმოძრავებს – ბას ლეინი და გაჩერებები გზის შუაში

40 ახალი ავტობუსი მზადდება – რომელ ნომრებზე იმოძრავებს მწვანე ავტობუსები

ნახეთ ამავე თემაზე: ავტობუსებში გაჩერებებს გამოაცხადებენ: როგორ მივიდა თბილისი საბჭოთა ავტობუსებიდან MAN–მდე?

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g