LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომატიზირებული რეპორტინგის დანერგვის ქეისი: საქკაბელისა და BI Studio-ს წარმატებული თანამშრომლობა

474
ipiccy-image (1)

პანდემიის მიუხედავად, კომპანია „საქკაბელი“, ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესების სრული დაცვით, აქტიურად აგრძელებს საქმიანობას. ამასთან ერთად, კომპანია განაგრძობს სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვას.

კომპანია “საქკაბელში” შემოიღეს თანამედროვე BI რეპორტინგის სისტემა, რაც კომპანიის მენეჯმენტს უფრო ეფექტიანად მართვის საშუალებას აძლევს  და ეხმარება სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში.

„გარდა ამისა, სიახლეები გვაქვს ჩვენი პარტნიორებისთვის. „საქკაბელი“ პარტნიორ დეველოპერებს სთავაზობს ფასდაკლების ბარათებს არასაკაბელო პროდუქციაზე, რომლის საშუალებითაც საცხოვრებელი ბინის შეძენის შემთხვევაში, მომხარებლებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ 20%-იანი შეღავათით, მაღალი ხარისხის ელექტრო აქსესუარებზე“, – აცხადებენ „საქკაბელში“.

ცნობისთვის, კომპანია ამ ეტაპზე აწარმოებს 2,000-ზე მეტი დასახელების საკაბელო პროდუქციას. „საქკაბელი“ ასევე აქტიურად ავითარებს გოფრირებული მილების წარმოებას. რაც შეეხება წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას, ის ხდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე რეგიონის ქვეყნებში.

„საქკაბელში“ სამომავლო გეგმებზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ ისინი თანამედროვე მართვის სისტემებისა და ტექნოლოგიების კიდევ უფრო ფართომასშტაბიან გამოყენებას აპირებენ. გარდა ამისა, იგეგმება ბაზრის წილის ზრდა ფასის, ხარისხისა და მომხმარებელთა კმაყოფილების ხარჯზე.

შეგახსენებთ, „საქკაბელი“ საქართველოში საკაბელო პროდუქციის ყველაზე დიდი მწარმოებელია. „საქკაბელის“ ქარხანა 1958 წელს დაარსდა და მისი ძირითადი ფუნქცია 74 დასახელების, 2000-მდე სპეციფიკაციის კაბელების წარმოება იყო. 2016 წელს ქარხანა განახლდა და ის სრულად აღიჭურვა თანამედროვე ტიპის მანქანა-დანადგარებით. შედეგად, კომპანიამ დაიწყო უახლესი საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებული პროდუქციის წარმოება, როგორიცაა: ეკოლოგიურად სუფთა, ჰალოგენის გარეშე კაბელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები