LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქკაბელის პროდუქცია Power & Electricity World Africa & The Solar Show Africa-ს მასშტაბურ გამოფენაზე წარადგინეს

55
Untitled design (1)

საქკაბელის გუნდი 23 და 24 აგვისტოს სამხრეთ აფრიკაში იოჰანსბურგში Power & Electricity World Africa & The Solar Show Africa გამოფენაზე იმყოფებოდა.

გამოფენა Sandton Convention Centre-ში ჩატარდა, რომელსაც 200 სპიკერი და 6000-ზე მეტი სტუმარი ჰყავდა.

Power & Electricity World Africa & The Solar Show-ზე 200 წამყვანი კომპანია იყო წარმოდგენილი საკაბელო და ელექტროფიკაციის ინდუსტრიიდან, ისეთი კომპანიები, როგორიცაა: Allbro, Longi, Revov, Charnaud, AKSA და ასე შემდეგ.

საქკაბელის მონაწილეობა ხორციელდება აწარმოე საქართველოს თანადაფინანსების ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.

ღონისძიება არის მრავალბრენდირებული, რომელიც შექმნილია იმისათვის, რომ შეუფერხებლად წარმოადგინოს კონვერგენცია დაბალი ნახშირბადის ინოვაციებს და განახლებადი ენერგიის გადაწყვეტილებებს შორის.

სს საქკაბელი 1958 წელს დაარსდა და დღემდე საქართველოში საუკეთესო კაბელს და ელექტროფიკაციასთან დაკავშირებულ 2000-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს,რომლის ექსპლუატაციის ვადაც 70-100 წელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები