LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქკაბელმა“ ზესტაფონში გადაიარაღებული საწარმო და ახალი შოურუმი გახსნა

765
11

სს „საქკაბელმა“ ქალაქ ზესტაფონში საწარმოს რიგით მესამე გადაიარაღებული სივრცე და ახალი შოურუმი საზეიმოდ გახსნა.

გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მეწარმეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა ბოსტაშვილი, ზესტაფონის მერი ვასილ გველესიანი, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ელგუჯა ბერანძე, აგრეთვე, ელექტროინდუსტრიაში არსებული კომპანიების, საჯარო, საბანკო, მედიისა და სხვა კერძო სექტორის წარმომადგენლები.

„საქკაბელი“ მომხმარებელს სიახლეებს მუდმივად სთავაზობს. ჩვენი პროდუქციის წარმადობა მზარდია და ტექნოლოგიურად განვითარებადი. ამჯერად აქცენტი განახლებად და მწვანე ენერგიების საკაბელო პროდუქციაზე გვაქვს, რომელიც მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. სოლარ კაბელების ევროპული სტანდარტებით წარმოება რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ. დღეს ევროპული სერტიფიკატიც ავიღეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი წარმოებული პროდუქცია ყველა სათანადო სტანდარტს აკმაყოფილებს. ამ პროექტის წასახალისებლად სახელმწიფო მხარდაჭერითაც ვისარგებლეთ.  ვფიქრობ, სოლარ კაბელების წარმოებით ჩვენი კომპანიაც შეიტანს თავის წვლილს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლებაში. გარდა ამისა, ჩვენი ინტერესია, გავზარდოთ „საქკაბელის“ მიერ წარმოებული პროდუქციის ექსპორტი, რაც ქვეყანაში დამატებით სავალუტო შემოსავლებს ნიშნავს.“ – განაცხადა სს „საქკაბელის“ მმართველმა დირექტორმა დავით კაპანაძემ საზეიმო გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, „საქკაბელის“ ახალი საწარმოო ხაზის ამოქმედება მნიშვნელოვანია იმერეთის მხარისა და საკუთრივ ზესტაფონის მუნიციპალიტეტისა და მისი ეკონომიკის განვითარებისთვის.

„ჩვენ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ვეხმარებით ისეთ პროექტებს, რომლებიც არა მხოლოდ აფართოებენ წარმადობას და ასორტიმენტს, არამედ ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს, ნერგავენ ახალ ტექნოლოგიებს და თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდაში. შედეგად, ვხედავთ  მოდერნიზებულ საწარმოს აღჭურვილს მაღალტექნოლოგიური მანქანა-დანადგარებით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საწარმომ ახალი სამუშაო ადგილები შექმნა სწორედ ადგილობრივი მოსახლეობისთვის. „საქკაბელი“ ის კომპანიაა, რომლის ნაწარმიც ექსპორტზეც გადის. საერთაშორისო ბაზრისთვის მოთხოვნადი პროდუქციის წარმოება ძალიან წაადგება ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძემ.

განახლებული საწარმოს საქმიანობის შესწავლის შემდეგ, „საქკაბელის“ ორგანიზებით, ბიზნესურთიერთობის განვითარების ხელშემწყობი კონფერენცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც კომპანიის მენეჯმენტმა დამსწრე საზოგადოებას „საქკაბელის“ გეგმებისა და სიახლეების, მათ შორის, სოლარ კაბელების წარმოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

კონფერენციის დასრულების შემდეგ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ელგუჯა ბერანძემ კომპანიას ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა. აღნიშნული სტატუსი „საქკაბელს“ ახალ გამარტივებულ საბაჟო შესაძლებლობებს სთავაზობს.

შეგახსენებთ, „საქკაბელი“ დღეისთვის აერთიანებს:

  • საწარმოს ზესტაფონში, სადაც როგორც საკაბელო, ისე საიზოლაციო მასალები და გოფრირებული მილები იწარმოება;
  • საქართველოს მასშტაბით 8 ოფიციალურ შოურუმს;
  • 40-მდე სადილერო და 300-მდე პარტნიორ მაღაზიას.

კომპანიის სამომავლო გეგმები მსხვილი ენერგეტიკული პროექტების განვითარებისკენაა მიმართული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები