LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლა ზეცაში წამოვიდა, დედი, შენთან.. მოვიკრებ ძალას, მივალ და ჩავეხუტები, შეხვედრამდე ჩვენო ანგელოზო შვილებო“ – მდინარე ძუსაში ნაპოვნ ბიჭს შვილმკვდარი დედა ემოციური სტატუსით ემშვიდობება

1104
Untitled design

18 წლის თორნიკე მესხს, რომელიც 19 ივლისს, ზესტაფონში, მდინარე ძუსაში მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს, მისი გარდაცვლილი კლასელის დედა სოციალურ ქსელში ემოციური სტატუსით ემშვიდობება.

ზესტაფონში, მდინარე ძუსაში, მაშველებმა ცხედარი იპოვეს

„სალო 15 მაისს ბოლო ზარი დაირეკა შენი კლასელებისთვის დე, ხო და მოვიდნენ შენი ბავშვები შენთან, მოგიტანეს ულამაზესი თაიგული და თეთრი პერანგი თბილი სიტყვებით მოხატული. თორნიკეც იყო დე.
ახლა ზეცაში წამოვიდა დედი შენთან.

აუცილებლად მოვიკრებ ძალას, მივალ და ჩავეხუტები დე, გამოვატან შენთან სითბოს დედი, ჩემ ცრემლს და სიყვარულს, მოვა და ჩაგეხუტება და იგრძნობ დედი, როგორ მტკივა უშენობა და როგორი ტკივილით ვცხოვრობ, როგორ ვერ ვეგუები უშენობას, რა ძალიან მიჭირს დე. თქვენ შემოგევლეთ მე, ანგელოზებად მოვლენილებო ამ ქვეყნად.

სული მეწვის თოკოს დედის ცოდვით. ვიცი, ახლა არანაირი თანაგრძნობა არ მივა მისი დედის გულთან, ვიცი და მენანება ამ ტკივილისთვის.
შეხვედრამდე ჩვენო ანგელოზო შვილებო.

სალომე გლოველი.
თორნიკე მესხი“, – წერს თორნიკეს გარდაცვლილი კლასელის – სალომე გლოველის დედა მარი გლოველი.

 

 

სალოო 15 მაისს ბოლო ზარი დაირეკა შენი კლასელებისთვის დეე,ხო და მოვიდნენ შენი ბავშვები შენთან ,მოგიტანეს ულამაზესი თაიგული და თეთრი პერანგი თბილი სიტყვებით მოხატული ? თორნიკეც იყო დეე ?
ახლა ზეცაში წამოვიდა დედი შენთან ?
აუცილებლად მოვიკრებ ძალას მივალ და ჩავეხუტები დეე გამოვატან შენთან სითბოს დედი,ჩემ ცრემლს და სიყვარულს,მოვა და ჩაგეხუტება და იგრძნობ დედი როგორ მტკივა უშენობა და როგორი ტკივილით ვცხოვრობ,როგორ ვერ ვეგუები უშენობას რა ძალიან მიჭირს დეე ??თქვენ შემოგევლეთ მეე ანგელოზებად მოვლენილებო ამ ქვეყნად ??
სული მეწვის თოკოს დედის ცოდვით ?
ვიცი ახლა არანაირი თანაგრძნობა არ მივა მისი დედის გულთან,ვიცი და მენანება ამ ტკივილისთვის ?
შეხვედრამდე ჩვენო ანგელოზო შვილებო ??
სალომე გლოველი.?
თორნიკე მესხი.?

Posted by მარი გლოველი on ოთხშაბათი, 19 ივლისი, 2023

 

ცნობისათვის, მოზარდი 17 ივლისს, ქვედა საზანოში სამწვერას ჩანჩქერიდან გადახტა და მდინარეში გაუჩინარდა. ზესტაფონში, მდინარე ძუსაში, მაშველებმა მისი ცხედარი 19 ივლისს იპოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები