LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილები აღარ იყიდება – კორონამ აქაც ყველაფერი გააფუჭა

92
crsseellercn

თებერვლის თვის შეჯამებით მსოფლიო საავტომობილო ბაზარმა 19,9%–ით იზარალა. მთლიანობაში 5,077 მილიონი მსუბუქი და კომერციული ავტომობილი გაიყიდა.  ეს ძალიან ცოტაა თუმცა წარმოება შეჩერებულია და შესაბამისად მიწოდებაც ნაკლებია.

კრიზისი ყველაზე მეტად ჩინეთის საავტომობილო ბაზარზე აისახა. ადგილობრივმა დილერებმა 282 ათასი ავტომობილის რეალიზება მოახერხეს, რაც 2018 წლის თებერვალთან შედარებით 80,3%–ით უფრო ნაკლებია. გაყიდვები დაეცა ასევე იაპონიაში (10,6%–ით) და სამხრეთ კორეაშიც(17,9%–ით).

ევროპული ბაზარი შედარებით ნაკლებად დაზარალდა: დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში 1,1 მილიონი მანქანა გაიყიდა, აღმოსავლეთ ევროპულში კი – 304,6 ათასი. სამხრეთ ამერიკაში 218,7 ათასი ავტომობილის რეალიზება მოახერხეს, შტატებში კი  – 1,357 მილიონის.

ანუ მთლიანობაში ორი თვის მონაცემებით 11,565 მილიონი ავტომობილი გაიყიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 15%–ით ნაკლებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g