LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილების 32 %-მა ტექნიკური დათვალიერება ვერ გაიარა

95

დაახლოებით 12 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან, 32 %-მა პირველ ჯერზე ტექნიკური დათვალიერება ვერ გაიარა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მძღოლებს ავტომობილების წესრიგში მოსაყვანად, დამატებით ერთთვიანი ვადა მიეცათ.

“2018 წლის 1-ელი იანვრიდან 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით ტექდათვალიერება ჩაუტარდა 11 457 ავტოსატრანსპორტო საშუალებას. 2 935 ავტოსატრანსპორტო საშუალება ცნობილ იქნა უვარგისად და მიეცა ერთთვიანი გამოსასწორებელი ვადა. ხარვეზების უმეტესობა სამუხრუჭო მოწყობილობასთან, გამონაბოლქვთან, ფარებსა და შუქამრეკლებთან მიმართებაში დაფიქსირდა. შემოწმებული (11 457 ) ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 2 405 ავტოსატრანსპორტო საშუალება არის იურიდიული პირის მფლობელობაში”, – აღნიშნა მან.

გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში დამატებითი ცენტრების შექმნის მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება.

“მნიშვნელოვანია, რომ რეფორმა მიმდინარეობს. 1-ელი ივლისიდან ამ ჯგუფს ახალი კატეგორიები დაემატება. ასევე უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა დამატებით პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებზე, სადაც ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადანაწილდება კვოტების მიხედვით”, – განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

magti 5g