კორონავირუსის პანდემიის გამო ავტომობილების გაქირავების ბევრი ცენტრი კლიენტების და შესაბამისად შემოსავლის გარეშე დარჩა. კომპანიებს პარკირების თანხის გადახდაც უჭირს, ამიტომ მათ გასაჩერებლად ქალაქგარეთ თავისუფალ ადგილებს ეძებენ.
ასე მოხდა ჰავაის ერთ–ერთ კუნძულ მაუიზე, სადაც მინდორში ნამდვილი „სასაფლაო“ მოაწყეს და 18 ათასზე მეტი ავტომობილი განათავსეს.
ამ ავტომობილების უმრავლესობა აეროპორტს ემსახურებოდა. COVID 19–ის გამო კუნძულები დაიხურა, ფრენები გაჩერდა, შესაბამისად ტაქსი თუ ტრანსფერიც აღარავის სჭირდება.
ადგილობრივი კომპანიების ავტოპარკი 20 ათასამდე მოდელს ითვლის და მათგან ამჟამად მხოლოდ 2 ათასამდე მანქანას თუ იყენებენ. შესაბამისად, დანარჩენი ავტომობილები უბრალოდ უფუნქციოდ დაყარეს.

