LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილის ევოლუცია

74

ავტოწარმოებამ და საერთოდ მანქანათმშენებლობის დარგმა არნახულ სიმაღლეებს მიაღწია და პირველყოფილი თვითმავალი ეტლის შემქმნელები ძნელად თუ წარმოიდგენდნენ თუ როგორი იქნებოდა 21-ე საუკუნეში მათი წამოწყება.

აქ წარმოგიდგენთ თუ როგორ განვითარდა ცნობილი საავტომობილო მარკების მოდელები.

  1. პირველი ”პორშე” 1939 წელს შეიქმნა, ეს მოდელი პორშე 64-ის სახელითაა ცნობილი. უახლესი ავტომანქანა კი კომპანიამ განახლებული ”პორშე 911” გამოუშვა.

1.jpg

  1. პირველი ”მუსტანგის” სერია 1964 წლის 9 მარტს გამოვიდა. უახლესი მოდელი კი 2015 წლის ყვითელი კაბრიოლეტი ”ფორდ მუსტანგია”.

2.jpg

  1. 1946 წელს ”ფერარიმ” პირველი ავტომობილი ”ferrari-125 GT” წარუდგინა სამყაროს, უახლესი მოდელი კი Ferrari 488 spider გახლავთ.

3. jpg

  1. 1932 წელს კომპანია BMW-მ პირველი ავტომობილი გამოუშვა მოდელი “BMW 303”-ის სახით. ხოლო უახლესი 2016 წლის BMW M5-ია.

4. jpg

  1. პირველი ”მერსედესის” მოდელი 1901 წელს გამოვიდა, მისი სახელწოდებაა “Mercedes-35ps”. უახლესი მოდელი კი 2016 წლის ”GLE” გახლავთ.

5.jpg

  1. პირველი ”ბუგატი” 1901 წლისაა, ხოლო უახლესი Buggatti-chiron 2016 წლის მოდელს წარმოადგენს.

6. jpg

  1. პირველმა ”აუდიმ” 1910 წელს იხილა დღის სინათლე, მისი სახელი მხოლოდ ”აუდს” წარმოადგენდა. უახლესი მოდელი კი ”აუდი Q2”-ია.

7.jpg

  1. Volkswagen-ის პირველი ავტომობილი იყო „Käfer“, ქართულად “ხოჭო”. ეს მოდელი გინესის წიგნშიც კია შესული. Volkswagen-ის ახალი მოდელი კი 2016 წლის Golf-ია.

8.jpg

  1. 1935 წელს შეიქმნა ”ტოიოტას” პირველი ავტომობილი, რომლის სახელწოდებაა Model A1. 2016 წლის ”ტოიოტას” კი ”პრიუსი” წარმოადგენს.

9.jpg

  1. 1905 წელს ”შკოდამ” თავისი პირველი ავტომანქანა L&K Voiturette A გამოუშვა. 2016 წლის მოდელი კი Skoda-Kodiak.

10. jpg

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები