LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ავტომობილის გამონაბოლქვი გახდეს დაჯარიმებადი!” – ახალი პეტიცია

918
66862049-450515942394595-1485368706509832192-o

მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“ პეტიციას აქვეყნებს –  ავტომობილის გამონაბოლქვი გახდეს დაჯარიმებადი!

მოძრაობა საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართავს. პეტიციაში საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლია მოყვანილი, რომლის მიხედვითაც „ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით.“

მოძრაობის განმარტებით, ეკოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურების დონე კრიტიკულ ზღვარს აღწევს. ამის გამომწვევი მიზეზი კი, ძირითადად ავტომობილების გამონაბოლქვია. მათივე თქმით, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ეკოლოგიური პრობლემების გამოსასწორებლად საქართველოს კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამს.

„ამ ვითარების შესაცვლელად ჩვენს ქვეყანას გასავლელი აქვს რამდენიმე ეტაპი. პირველ ეტაპს წარმოადგენს: გაუმართავი ავტომობილის მძღოლის ხილულ კვამლზე დაჯარიმება.

როგორ უნდა მოხდეს ეს?! ( რას ვითხოვთ ჩვენ სახელმწიფოსგან ) მიღებულ უნდა იქნას კანონი:

საპატრულო ეკიპაჟმა რეაგირება უნდა მოახდინოს, როდესაც შეინიშნება ავტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას ხილული კვამლიანობა. აუცილებელია, საპატრულო ეკიპაჟმა ასს-ს შემოწმება განახორციელოს გაჩერებულ მდგომარეობაში. ეს კი შესაძლებელია შემდეგი მეთოდით: ავტო სატრანსპორტო საშუალების ძრავის ბრუნვათა რიცხვი აყვანილ უნდა იქნას 2500 ბრუნზე 3-5 წამის განმავლობაში, თუ გამოვლინდა ნაცრისფერი, შავი ან ლურჯი შეფერლობის მქონე კვამლი (არა თეთრი შეფერილობის ორთქლი) უნდა განხორციელდეს ავტო სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმება.“ – ვკითხულობთ პეტიციაში.

პეტიციის მისაღებად 10000 ხელმოწერაა საჭირო.

მოძრაობის „ჩემი ქალაქი მკლავს“ მიზანი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. მათ ამ პრობლემაზე ვიდეორგოლიც გადაიღეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g