იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა უწევდათ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, მათთვის განისაზღვრა დამატებით კიდევ 60 კალენდარული დღე.
ავტომობილის მფლობელებმა სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირება მიმდინარე წლის 21 ივლისამდე უნდა განახორციელონ.
“ხოლო მათ, ვისაც დღეს, ან მომდევნო დღეებში უწევთ ტექდათვალიერება, ამ შემთხვევაში უკვე ამ ადამიანებმა თავის დროზე უნდა გაიარონ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება”, – განაცხადა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა მიხეილ ხმალაძემ.