ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თბილისში 4 ადამიანი დაშავდა.
მოსკოვის გამზირზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.