LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობა ხვალიდან ნებადართულია

205
XXL

საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომის დაწყებამდე საზოგადოებისთვის განცხადება გააკეთა და რამდენიმე შეზღუდვის შემსუბუქების დეტალები განმარტა. გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანა ფორს-მაჟორულ მდგომარეობაში არ იმყოფება, ამიტომ პროცესების თანმიმდევრული და სწორი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებები იგეგმება.

პრემიერის განმარტებით, ხვალიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული გამკაცრებული ზომების შემსუბუქება დაიწყება, რაც გამოიხატება რამდენიმე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ობიექტების გახსნაში. გახარიას თქმით, ხვალიდან ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობა.

„ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ლოგისტიკური ბიზნესისთვის, ასევე გადაზიდვებისთვის. ეს ის ნაბიჯია, რომლის განხორციელების და გადადგმის შესაძლებლობა დღეს ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

magti 5g