LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება – 670 ათასამდე ჰექტარი ფართობი დამუშავდა

90

გურიის რეგიონში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები თერმული ნისლის გამოყენებით მუშავდება.

შეწამვლით ღონისძიებებთან ერთად მავნებლის საწინააღმდეგოდ გამოიყენება მოსაზიდი ხაფანგები. მოსახლეობა მუდმივად იღებს ინფორმაციას მექანიკური მეთოდების შესახებ. ბრძოლის ამ ეტაპზე, როდესაც აზიური ფაროსანა ტყის პირებიდან სახლებში ინაცვლებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა.

სააგენტოს ცნობითვე, მიმდინარე კვირის განმავლობაში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები აჭარის რეგიონში.

ამ დროისთვის იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებში სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნოლოგიითა და ცივი შესხურების მეთოდით 670 ათასამდე ჰექტარი ფართობია დამუშავებული, რის შედეგადაც დასავლეთ საქართველოში მავნებლის რაოდენობა შემცირდა, გავრცელების გეოგრაფიული არეალი კი არ გაზრდილა და კვლავაც ძველ საზღვრებში რჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g