LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დამატებითი ტექნიკაა მობილიზებული

86

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, დასავლეთ საქართველოში სოფლის მეურნეობის სამინისტროს დამატებითი ტექნიკაა მობილიზებული.

სამინისტროს ინფორმაციით, მავნებლის გავრცელების კერებში 30 ერთეული სპეციალური ტექნიკა (თერმული ნისლის გენერატორები, სამანქანე შემასხურებლები,სატრაქტორო აგრეგატები, მაღალი წარმადობის დისპერსიული აეროზოლური შემასხურებელი) მუშაობს. დღეისათვის დამუშავებულია 82 500 ჰექტარი ფართობი. მათ შორის, პირველ ეტაპზე დამუშავდა 53 000 ჰა, ხოლო მეორე ეტაპზე – 29 500 ჰა ფართობი, აქედან სამეგრელოში – 20 240 ჰექტარი, გურიაში – 4600 ჰექტარი, იმერეთში – 4660 ჰექტარი.

ქიმიური წამლობა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 5 სექტემბერს მავნებლის საწინააღმდეგოდ ფართობები დამუშავდა შემდეგ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში:

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი: სოფელი ღრმაღელე – 210 ჰა, სოფელი ჩოლობარგი – 65 ჰა, სოფელი შუხუთი – 30 ჰა; ოზურგეთის მუნიციპალიტეტი: სოფელი შრომა – 120 ჰა, სოფელი ძიმითი – 45 ჰა; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი: სოფელი ამაღლება -180 ჰა; სამეგრელო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი: სოფელი ცვანე – 393 ჰა, სოფელი ჭითაწყარი – 40 ჰა, სოფელი ხეცერა – 120 ჰა, სოფელი ხურჩა – 75ჰა, სოფელი ჯიხაშკარი – 210 ჰა, სოფელი ჯუმი – 120 ჰა, ზუგდიდი -30 ჰა; ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი: სოფელი კირცხი – 235ჰა, სოფელი ლესიჭინე – 205 ჰა; წალენჯიხის მუნიციპალიტეტი: სოფელი ობუჯი – 150 ჰა; აბაშის მუნიციპალიტეტი: სოფელი ანჟელი – 370ჰა, სოფელი წყემი – 35 ჰა. სამტრედიის და ხონის მუნიციპალიტეტებში 4600 ჰექტარია დამუშავებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g