LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზიური ზღაპარი – ისტორიული კაბადოკია და მისი ღირსშესანიშნაობები

1079
cover (1)

სტამბოლიდან 8,ხოლო სარფიდან 11 საათის სავალზე ზღაპრული კაბადოკია გელოდებათ. ის ცენტრალურ ანატოლიას ეკუთვნის. კაბადოკიის საერთო ფართობი 5000 კმ²-ზე მეტია. თუკი ახლოს მოგზაურობა გსურთ, თავისუფალი დროის სიმცირეს განიცდით და ამავე დროს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებსა და განტვირთვას ეძებთ ეს მიმართულება ნამდვილად თქვენთვისაა. საუკეთესო პერიოდი კაბადოკიის სანახავად გაზაფხული-შემოდგომის შუალედია, სწორედ ამ პერიოდში მას ტურისტების ყველაზე დიდი რაოდენობა სტუმრობს. „ბონ ვოიაჟი“ კაბადოკიაში მნიშვნელოვანი სანახაობების ჩამონათვალს გთავაზობთ, რომელიც იქ მოგზაურობისას არ უნდა გამოგრჩეთ:

მიწისქვეშა ქალაქები

პირველი რაც კაბადოკიის ღირსშესანიშნაობებიდან უნდა მოინახულოთ, მისი მიწისქვეშა ქალაქებია. მათი რიცხვი36-ს აღწევს. საცხოვრებელი მიზნით შექმნილი მიწისქვეშა სახლები მოგვიანებით რომაელი ჯარისკაცების მიერ დევნილი ქრისტიანების თავშესაფარი იყო. მათ შორის ყველაზე დიდი კაუმაკლია, რომელიც 8 სართულისგან შედგება, ტურისტებისთვის კი მხოლოდ 4 სართულია ღია. აქ იხილავთ ნამდვილ არქიტექტურულ შედევრებს ღვინის მარნებით, სათავსოებით, სავენტილაციო სისტემით, საძინებელი ოთახებით და ეკლესიით.

დერინკუიუ

 ქალაქი,რომელიც საჯაროდაა ღია და მის მონახულებას მარტივად შეძლებთ. თავის დროზე ის 20 000 ადამიანს იტევდა და 8 სართულადაა გაშენებული.

გორემის ეროვნული პარკი

გორემის ეროვნული პარკი იუნესკოს დაცული ძეგლია. ეს დასახლება მეოთხე საუკუნით თარიღდება. გორემი ბიზანტიის იმპერიის ეპოქაში, დიდი სამონასტრო კომპლექსი იყო, სადაც ბერები მოღვაწეობდნენ.აქ შეგიძლიათ იხილოთ ულამაზესი, კლდეში ნაკვეთი ეკლესიები, რომლებიც მე-9 საუკუნით თარიღდება.გორემეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ატრაქციონია ზღაპრული ბუხრები, რომლებიც დიდი ხანია იქცა ამ ტერიტორიის ნიშანთვისებად. თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ უნიკალური კლდის ქანდაკებები, ბუხრების ან გიგანტური სოკოს მსგავსი, გირჩის ფორმის თავსახურით, ქალაქ ზელვას მიმდებარე ხეობის სხვადასხვა ნაწილში.

სელიმის მონასტერი

ადრეული ცივილიზაციით დაინტერესებული ადამიანებისთვის სელიმის მონასტერი მომხიბვლელი ადგილია. აქ ნახავთ ქვებში არსებულ ფრესკებს, ძველ კიბეებს,საიდუმლო გზებს და სხვა მრავალ უნიკალურ უძველეს ნივთს.

უჩისარის სასახლე

არ გამოგრჩეთ 60 მ-ის სიმაღლეზე აღმართული ქვის ციხესიმაგრე. მას მტრის შემოსევის დროს მძევლების განსათავსებლად იყენებდნენ. სწორედ აქედან ღირს იხილოთ და დატკბეთ ცნობილი კაპადოკიური მზის ჩასვლის პეიზაჟით.

ქართული ტაძარი

ჩანგლი თურქეთის ამ ტერიტორიაზე ის ერთადერთი ქართული ტაძარია. მის კედელზე არსებული ქართული წარწერა იუწყება, რომ აშენებულია XI საუკუნეში. ტაძარი უნიკალური ჩუქურთმებითა და არქიტექტურით გამოირჩევა.

ველი ფაშაბაგი

ქვის კოშკურების დასათვალიერებლად საუკეთესო ადგილია. ზღაპრული სვეტების ფონზე ფოტოგადაღების მოყვარულები ნამდვილად არაჩვეულებრივ კადრებს შექმნით. ფაშაბაგი ერთ – ერთი ყველაზე თვალწარმტაცი ხეობაა კაპადოკიაში. მას ხშირად ბერების ხეობას უწოდებენ. ხეობაში ყველაზე ცნობილი ნაგებობაა წმინდა სიმონ სტილიტის სამლოცველო, რომელიც V საუკუნეში ფაშაბაგში ჩავიდა.

 ვარდების ხეობა

ეს არის ერთ – ერთი ყველაზე ცნობილი ხეობა კაპადოკიაშია,რომელმაც სახელი მიიღო კლდეების ვარდისფერი შეფერილობის გამო. ხეობაში არის ორი კანიონი, რომლებიც უკავშირდებიან გზაზე აკტეპეს გორაზე. ვარდების ხეობაში 5 უძველესი ეკლესიაა, რომელთაგან ყველაზე ძველია წმინდანთა იოაკიმესა და ანას ეკლესია, რომელიც VII საუკუნით თარიღდება.თვალუწვდენელი ველი დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ტოვებს და ფოტოგადაღებისთვისაც საუკეთესოა.

 საჰაერო ბურთები

კაბადოკიაში ყველაზე პოპულარული გასართობია საჰაერო ბურთით გასეირნებაა, რომლის დროსაც ტურისტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, თითქმის 1 კმ სიმაღლიდან დაათვალიერონ მთვარის ლანდშაფტები. როგორც წესი, ფრენები ხორციელდება  გამთენიისას და გრძელდება 40 – დან 90 წუთამდე. საჰაერო ბუშტი დაფრინავს წლის 250 დღეს. სეზონი აპრილში იხსნება და ნოემბრის ბოლომდე გასტანს, რადგანაც, დეკემბრისა და მარტის შუალედში ქარი, ნისლი და თოვლი იცის. საჰაერო ბუშტების ფესტივალი კი ივლისში ტარდება. ამ დროს აქ ყოფნა განსაკუთრებით ამაღელვებელია.

სასტუმროები კლდეში

მეტი მძაფრი ემოციისა და შეგრძნებებისთვის გირჩევდით ღამე კლდეში ნაკვეთი სასტუმროში გაატაროთ,სადაც კომფორტსა და საინტერესო გარემოსთან ერთად თავს ძველ დროში იგრძნობთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g