უკრაინული მედიის ცნობით, „წითელი ჯვარი“ „აზოვსტალიდან“ გამოყვანილი უკრაინელი დამცველების შესახებ, მონაცემებს არ გამოაქვეყნებს.
როგორც მედია წერს, ინფორმაცია „აზოვსტალიდან“ გამოყვანილი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობისა და პირადი მონაცემების შესახებ, რომელსაც „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტი ფლობს, კონფიდენციალური დარჩება და საჯარო არ გახდება.
ამის შესახებ „უკრინფორმს“ ორგანიზაციის წარმომადგენელმა მირელა ხოდეიბმა განუცხადა, როცა უპასუხა კითხვას, თუ რამდენი უკრაინელი ჯარისკაცი გაიყვანეს „აზოვსტალიდან“, მათ შორის დაჭრილები, არის თუ არა რეგისტრირებული ორგანიზაციის კომიტეტის მიერ და გამოქვეყნდება თუ არა მათი სიები.
„ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. ჩვენი პრიორიტეტია სამხედრო ტყვეების პატიმრობისა და მოპყრობის პირობების გადამოწმება, გაუჩინარების პრევენცია და მათ ოჯახებთან კონტაქტის დამყარება. მაგრამ ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ სიებს ან იმ ადამიანების სახელებს, რომლებიც ჩვენ მოვინახულეთ ან მათსას, ვისაც სამომავლოდ ვნახავთ.“– განაცხადა „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელმა.
აზოვსტალის მებრძოლის ცოლი: ჩემი ქმარი ერთი ჯოჯოხეთიდან მეორე ჯოჯოხეთისკენ მიმავალ გზაზეა