LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „აზოვსტალის“ დამცველებმა მიიღეს ბრძანება, შეეწყვიტათ დაცვა მებრძოლების სიცოცხლის გადასარჩენად – რას ამბობს პოლკის მეთაური

199
დენის პროკოპენკო

უკრაინული მედიის ცნობით, „აზოვის“ პოლკის მეთაურმა, ლეიტენანტ პოლკოვნიკ დენის პროკოპენკომ განაცხადა, რომ აზოვსტალის დამცველებმა მიიღეს ბრძანება, შეეწყვიტათ დაცვა მებრძოლების სიცოცხლის გადასარჩენად.

„უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გარნიზონის სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შენარჩუნებისა და ქალაქის თავდაცვის შეჩერების ბრძანება გასცა.

მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. მძიმედ დაშავებულებს გაუწიეს საჭირო დახმარება და მათი ევაკუაცია განხორციელდა შემდგომი გაცვლის პირობითა და დაბრუნებით უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. რაც შეეხება დაღუპულებს, პროცესი გრძელდება. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ახლობლები და მთელი უკრაინა შეძლებს თავისი ჯარისკაცების პატივით დაკრძალვას.“ – აცხადებს ვიდეოში „აზოვის“ პოლკის მეთაური.

სვიატოსლავ პალამარი: “მე და მეთაურობა „აზოვსტალის” ტერიტორიაზე ვიმყოფებით, გრძელდება გარკვეული ოპერაცია, რომლის დეტალებზეც არ ვისაუბრებ – მადლობა მსოფლიოს, მადლობა უკრაინას, შევხვდებით”

ზახაროვა: უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც „აზოვსტალიდან“ გამოიყვანეს, წინასწარი დაკავების ცენტრში გადაიყვანეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები