უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშუკის თქმით, დღეს, მარიუპოლში, ,,აზოვსტალის” ფოლადის ქარხნიდან 50 მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
ირინა ვერეშუკის თქმით, ევაკუირებულთა ჯგუფში ქალები, ბავშვები და მოხუცები შედიან. ამასთან, ვერეშუკმა რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.
,,ევაკუაცია უკიდურესად ნელი იყო. ხვალ დილით, ჩვენ ევაკუაციის ოპერაციას გავაგრძელებთ”, – განაცხადა ვერეშუკმა.