რუსმა სამხედროებმა მარიუპოლში “აზოვსტალზე” შეტევა დაიწყეს. ოკუპანტები ქარხანაში შეჭრას ცდილობენ.
ინფორმაციას უკრაინული მედია, “აზოვის” პოლკზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა უკრაინულ მედიასთან საუბარში თქვა, რომ ოკუპანტები ქარხანაში შეჭრას სწორედ ახლა ცდილობენ.
“მთელი ღამის განმავლობაში გვბომბავდნენ, ორი ქალი დაიღუპა, ახლა კი აზოვსტალზე თავდასხმა მიმდინარეობს”, – თქვა მან.
შეგახსენებთ, “აზოვსტალის” ქარხანაში 200-მდე ადამიანი რჩება, მათ შორის 20 ბავშვია.
“აზოვსტალის“ დაბომბვის შედეგად ქარხანაში ხანძარი გაჩნდა
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში
ვიდეოკადრებს NEXTA Live ავრცელებს