ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვიდეოჩანაწერის უკანონოდ დამზადებისა და გავრცელების საქმეზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიების დაწყებას ბაბი კირკიტაძე ეხმაურება და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„გამოძიება დაწყებულია. დიდი მადლობა ყველა ჟურნალისტს და თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის“, – წერს ბაბი კირკიტაძე.
საგამოძიებო უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157¹-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს“, – ნათქვამია 11 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
ტელეკომპანია „პოსტივის“ თანამშრომელი, მომღერალი ბაბი კირკიტაძე საგამოძიებო უწყებაში გუშინ გამოიკითხა.
„საზიზღარი, გულის ამრევი ვიდეოა, სადაც ნათლად არის ჩემი სახე ჩასმული“ – რა თქვა ბაბი კირკიტაძემ გამოკითხვის დაწყებამდე
მან 7 დეკემბერს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აცხადებდა, რომ სოციალურ ქსელებში დამონტაჟებულ ჩანაწერს უვრცელებდნენ.
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი რამის დაწერა მომიწევდა..პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ“ – ბაბი კირკიტაძე მიმართვას ავრცელებს
ამავე თემაზე:
„ვგმობ ნებისმიერი ფორმით ქალთა მიმართ ძალადობასა და ღირსების შელახვას!“ – სალომე ზურაბიშვილი ბაბი კირკიტაძეს სოლიდარობას უცხადებს
„ეს გოგო დასაცავია.. რაზეც ბაბი საუბრობს დანაშაულია, სექსიზმის და მიზოგინიის მძიმე ფორმაა“ – ცნობადი სახეები ბაბი კირკიტაძეს სოლიდარობას უცხადებენ და გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ
ნანუკა ჟორჟოლიანი ბაბი კირკიტაძეს: „ამ ამბავში ბრძოლის ყველა ფრონტზე შენს გვერდით მიგულე.. არის მომენტები, როცა განსხვავებებს მნიშვნელობა არ აქვს“
ვიდეო: „ვის აშინებთ ამ გამოქვეყნებებით? ვერაფრით დაგვაშანტაჟებთ და გაგვაჩუმებთ“ – ია ფარულავა ბაბი კირკიტაძეს სოლიდარობას უცხადებს
„ყოველთვის გვერდით დავუდგები ყველა გოგოს, რომელსაც ასე ებრძვიან“ – ინგა გრიგოლია ბაბი კირკიტაძეს სოლიდარობას უცხადებს
„შეიძლება ერთმანეთს ვერ ვეთანხმებით რიგ საკითხებზე, მაგრამ რაღაც ზღვარი ხომ არსებობს“ – გიორგი გაბუნია ბაბი კირკიტაძის მიმართვას ეხმაურება
„ბევრი რამ შერჩა ბევრ ვინმეს.. არ უნდა ეპატიოს არავის!“ – გიორგი გასვიანი ბაბი კირკიტაძეს სოლიდარობას უცხადებს