„ღამის შოუს“ ბენდის წევრის, ბაბი კირკიტაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას, მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი ეხმიანება.
გიორგი გასვიანი ბაბი კირკიტაძეს სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ აღნიშნული უნდა გამოიძიონ და ვიდეომონტაჟის ავტორები და გამავრცელებლები უნდა დასაჯონ:
„გამოიძიონ და დასაჯონ ყველა! მათ შორის, ამ მოგონილი სიბინძურის არა მხოლოდ ავტორები, არამედ გამავრცელებლები!
კანონი უნდა გამკაცრდეს და ადამიანების მიმართ ნებისმიერი დამამცირებელი შეხება, განსაკუთრებით კიბერბულინგი – უნდა იყოს დასჯილი!
ბევრი რამ შერჩა ბევრ ვინმეს… არ უნდა ეპატიოს არავის! სოლიდარობა ბაბის“, – წერს გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში.
გამოიძიონ და დასაჯონ ყველა! მათ შორის ამ მოგონილი სიბინძურის არა მხოლოდ ავტორები, არამედ გამავრცელებლები! კანონი უნდა …
Posted by Giorgi Gasviani on Thursday, December 7, 2023
ცნობისათვის, ბაბი კირკიტაძის განცხადებით, სოციალურ ქსელში მის შესახებ ყალბ, დამონტაჟებულ ვიდეოებს ავრცელებენ.