გვიან ღამემდე გაგრძელდა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობრის, მარიამ ვარდიაშვილის გამოკითხვა შსს-ში. ძალოვანი უწყებიდან გამოსული 23 წლის პროგრამისტის მეგობარი განმარტავს, რომ გამომძიებლებმა კითხვები დაუსვეს ბაჩანა ლობჟანიძესთან დაკავშირებითაც.
„ყველა კითხვას გავეცი პასუხი. მკითხეს, საიდან ვიცნობდი თამუნას ან ბაჩანას. რეალურად, ბაჩანას არ ვიცნობ. თამართან ბოლოს კონტაქტი მქონდა ნოემბერში.
ჩინეთში ვიყავი წასული და მკითხა, როგორ მომწონდა, როგორი ხალხი იყო ჩინელები. შემდეგ კონტაქტი არ მქონია“ – განაცხადა მარიამ ვარდიაშვილმა
მარიამ ვარდიაშვილი პასუხობს კითხვას, რომელიც ბაჩანა ლობჟანიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხება და აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილის შეყვარებულის შესახებ არაფერი იცოდა.
ვიდეოინტერვიუ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულთან: არ ვიცით გარდაცვლილია თუ არა, არ დასტურდება
რაც შეეხება უშუალოდ ლობჟანიძის თემას, ვარდიაშვილი ამბობს, რომ ბაჩანამ ერთი წლის წინ მას სხვა დაქალის გაცნობა სთხოვა.
23 წლის პროგრამისტის მეგობარი უარყოფს ინფორმაციას, რომ მან გააცნო ბაჩანას თამარი.
“შეყვარებულის შესახებ არაფერი ვიცოდი, ბაჩანამ მომწერა შარშან ზამთარში, რომ ჩემი სხვა დაქალი მოსწონდა და მთხოვა, გამაცანი, დამაახლოვეო. ჩვენ ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობდით, შორიდან მყავდა ნანახი ეს ბაჩანა და მესენჯერში მომწერა. გამარჯობაც არ გვაქვს ერთმანეთისთვის ნათქვამი. რომ თქვა, თამუნამ გამაცნოო, უარვყოფ ამ ინფორმაციას. ბაჩანა და თამუნა რომ ერთმანეთს იცნობდნენ, არ ვიცოდი” – განაცხადა მარიამ ვარდიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბაჩალიაშვილის საქმეზე ახალი ფიგურანტი გამოჩნდა, რომელიც აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ახლო მეგობარია და 5 წელია შეყვარებულები იყვნენ. სწორედ მისი ჩვენების საფუძველზე მოხდა გარდაცვლილი ბაჩალიაშვილის მეგობრის დაკითხვა.
შსს: ბაჩალიაშვილი გარდაცვალებამდე თვითმკვლელობის მეთოდებს Google-ში ეძებდა
“მოგზავნილია, დაბნეული ლაპარაკობს დაზეპირებულ ფრაზებს, ის ჩემს შვილს საერთოდ არ იცნობდა” – თამარ ბაჩალიაშვილის დედა