LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოგზავნილია, დაბნეული ლაპარაკობს დაზეპირებულ ფრაზებს, ის ჩემს შვილს საერთოდ არ იცნობდა” – თამარ ბაჩალიაშვილის დედა

325
BeFunky-collage (22)

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიშვილის დედა აცხადებს, რომ პირი, რომელიც მისი შვილის შეყვარებულად ასაღებს თავს, მოგზავნილია. ამის შესახებ თეონა თამაზაშვილმა “ფორტუნასთან” ისაუბრა. მისივე თქმით, პირი რომელიც ამბობს, რომ თამარის შეყვარებული იყო 5 წელი, ვერ ახასიათებს შეყვარებულს, არ იცნობს, დაზეპირებული ფრაზებით საუბრობს და დაბნეულია.

საქმე ეხება გუშინ საღამოს ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ბაჩანა ლობჟანიძესთან, რომელიც აცხადებს, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი მისი შეყვარებული იყო. მან ინტერვიუზე თქვა, რომ სწორედ ის არის პირი, რომელიც 23 წლის პროგრამისტის ოჯახის ადვოკატის ნდობით სარგებლობს და სწორედ ის ესწრებოდა თამარ ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერის გახსნას.

ვიდეოინტერვიუ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულთან: არ ვიცით გარდაცვლილია თუ არა, არ დასტურდება

 

თეონა თამაზაშვილს ეჭვი აქვს, აღნიშნული პირი, ისევე როგორც “ოზურგეთელი ბაჩანა” გამოგონილი ჭორია და არც ერთი არ იყო თამარის შეყვარებული. მისი თქმით, ბაჩანა, რომელიც გუშინ სატელეპონო ინტერვიუზე აცხადებდა, რომ გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილს პირველი კურსიდან იცნობს, თამარის დედისთვის უცხო ადამიანია. თეონა თამაზაშვილის ინფორმაციით, “ეს ბაჩანა” თამარის დაკრძალვის დღეს გამოჩნდა.

“არა მგონია ეს ის პირი იყოს, ვინც ჩვენი ადვოკატის ნდობით სარგებლობდა და თამარის კომპიუტერის გახსნას ესწრებოდა. გასარკვევია ესეც და კიდევ ბევრი რამე. ეს ბიჭი თამარის დაკრძალვის დღეს გამოჩნდა. მხოლოდ ერთხელ იყო სახლში იმ დღეს. მაშინ ის ჩემმა ბიძაშვილმა გამაცნო, სასაფლაოდან სახლამდე დაემგზავრა თუ რაღაც მსგავსი მითხრეს. მერე ფეისბუქზე დამიმატა. ინტერვიუ რაც ვნახე, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ის ჩემს შვილს საერთოდ არ იცნობდა. მოგზავნილია. დაბნეულობა ეტყობოდა და დაზეპირებულ ფრაზებს ამბობდა. ძალიან დიდ ეჭვს იწვევს. ეს სხვა ბაჩანაა. არის კიდევ ერთი ბაჩანა ოზურგეთელი, რომელიც ვითომ ჩემი შვილის შეყვარებული იყო. ესეც და ისიც ორივე გამოგონილი ჭორი მგონია”, – აცხადებს თეონა თამაზაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ “ქრონიკა+”ის რედაქტორმა  ბაჩანა ლობჟანიძესთან ინტერვიუ გაავრცელა, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი ამბობს, რომ ის თამარ ბაჩალიაშვილს პირველი კურსიდან იცნობდა და 5 წელი შეყვარებულები იყვნენ. მან ასევე აღნიშნა, რომ სწორედ ის არის პირი, რომელიც მიხეილ რამიშვილის ნდობით სარგებლობს და გარდაცვლილი პროგრამისტის კომპიუტერის გახსნასაც ესწრებოდა. ამბობს, რომ შეყვარებული 3 დღე არ მოუკითხვას, თუმცა როდესაც გაირკვა, რომ თამარი დაიკარგა, ის არც უძებნია. ბაჩანა ამბობს, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია თამარის სამსახურის და მისი საქმიანობის შესახებ და ისიც იცოდა, რომ გოგონა სამსახურიდან წამოსვლას აპირებდა. როგორც ის ინტერვიუში აცხადებს, საკუთარი ინიციატივით თანამშრომლობს გამოძიებასთან და ყველა ახალ დეტალზე ინფორმაციას აწვდის მათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები