LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაჩო დოლიძე – უცნობია, როგორი შემადგენლობა ექნება პაკ-ს, შესაძლებელია, ძველი სახეების შემობრუნების საშუალებად ვიხილოთ

128
Capture

„შესაძლებელია, ისევ ძველი სახეების შემობრუნების საშუალებად ვიხილოთ” ,- ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, ბაჩო დოლიძე პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტის, სუპერ პაკ-ის შექმნის საკითხს.

მისი თქმით, განსხვავებული პოლიტიკის კეთებაა შესაძლებელი.

„შესაძლებელია, ისევ ძველი სახეების შემობრუნების საშუალებად ვიხილოთ. ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია, როგორი შემადგენლობა ექნება და რა იქნება. რა თქმა უნდა, ბევრს აინტერესებს, როგორი ტიპის ფორმაცია იქნება, ვინ შედის ამ კონკრეტულ ჯგუფში. ჩვენ აბსოლუტურად დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში გვაქვს დაწყებული, რომლის ფარგლებშიც საინტერესო პოლიტიკის კეთებას შევთავაზებთ ჩვენს ამომრჩეველს და არა მარტო ამომრჩეველს, მოსახლეობასაც. მგონია, რომ განსხვავებული პოლიტიკის კეთებაა შესაძლებელი. ყოველდღიურად უამრავი ადამიანი, განსხვავებული ადამიანები მოდიან და გვეუბნებიან, რომ რაღაცას სწორად ვაკეთებთ, სწორი გზით მივდივართ, რაღაცას მივაგენით. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს. ასე რომ, არაფერი საწინააღმდეგო, არავითარი პიროვნული, ყველას აქვს თავისი გზა“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა, რომ ოპოზიციას სთავაზობს, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკ-ი.

„მე გაძლევთ გარანტიას, რომ 4 წელიწადში საქართველო EU-ს სრულუფლებიანი წევრი იქნება – ამას გეუბნებით მე, მიშა სააკაშვილი, რომელმაც საქართველოს ერთიანობისთვის თავი გაწირა“ – სააკაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g