ჯგუფმა Backstreet Boys ლას-ვეგასში კონცერტების სერია დაასრულა. განსაკუთრებულად ემოციური ბოლო, ფინალური კონცერტი გამოდგა, სადაც ბიჭებმა ყველა პოპულარული ჰიტი შეასრულეს.
განსაკუთრებულად შთამბეჭდავი აღმოჩნდა ბოლო სიმღერა, როდესაც ბიჭებმა მოულოდნელად სცენაზე მეუღლეებს მოუხმეს. Backstreet Boys-ის ხუთივე წევრის მეუღლე სცენაზე ერთად, ხელჩაკიდებული გამოვიდა. ბიჭებმა მათ წინაშე დაიჩოქეს და წითელი ვარდები მიართვეს.
შეგახსენებთ, რომ Backstreet Boys-ის ბიჭები, ბრაიანი, ნიკი, ეიჯეი, ჰოუი და კევინი უკვე წლებია დაქორწინებულები არიან.