LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბადაგონმა“ ღვინის ახალი ბრენდი გამოუშვა

109

 

„მისასალმებელია, რომ საფუძველი ეყრება “ბადაგონის“ ახალი ღვინის ბრენდს – GAU5–ს“ ამის შესახებ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა „ბადაგონსა“ და ჩინურ კორპორაციას – Wenzhou Bydoway Import & Export Co-ს შორის მემორანდუმის გაფორმების ცერემონიაზე განაცხადა.

პრემიერი ახალი სავაჭრო ნიშნის წარმატებაში დარწმუნებულია.

“დარწმუნებული ვარ, ის წარმატებული იქნება ჩინეთის ბაზარზეც, რომელსაც ჩვენ ასე ვესწრაფვით, გამომდინარე იმ უდიდესი პოზიტივიდან, რაც ამ ბაზრების დივერსიფიკაციას მოაქვს. ეს უკვე იქნება აბსოლუტურად სტაბილური საექსპორტო ბაზარი საქართველოსთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამასთან მან სახელმწიფოს მიერ ამ დარგის ხელშეწყობისთვის გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა. პრემიერის თქმით, მეღვინეობის ხელშეწყობა მთავრობის პრიორიტეტია – 2012 წლიდან დაიწყო მეღვინეობის წახალისების კომპლექსური პროგრამა, რთველის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, სუბსიდირებისა და აგროსესხების პროგრამა, რომელმაც შედეგად ვენახების ფართობის ზრდა მოიტანა.

“არ მინდა, გადავიდე შედარებებში, რა ხდებოდა მანამდე, მაგრამ არ შეიძლება არ ითქვას, რომ ეს არის ის დადებითი ტენდენცია, რომელიც საქართველოსთვის მართლაც ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანია. თუ საქართველო გადარჩა, ეს იყო ჩვენი კულტურით და იმით, როგორ დაფოფინებდა ქართველი კაცი თავის ვენახს. ვენახი საქართველოსთვის არ იყო მხოლოდ ერთ-ერთი ინდუსტრია, ეს იყო საქართველოს არსი, მისი კულტურის, ეროვნული თვითმყოფადობისა  და იმ უდიდედსი მემკვიდრეობის გამოხატულება, რომელსაც სხვანაირი მოვლა-პატრონობა სჭირდება. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანიც, როდესაც ჩვენ ვასუბსიდირებთ ყურძენს. დღეს აქცენტი გადატანილი გვაქვს ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე და ვფიქრობ, ის დადებითი პროცესი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, მომავალშიკიდევ გაგრძელდება”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა დღესვე “ბადაგონის” ღვინის ქარხანა დაათვალიერა და კომპანიის მიერ წარმოებული ღვინო დააგემოვნა.

magti 5g