„ქართული ოცნების“ სპიკერების, ამ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, კრებსითად ვიტყოდი, რომ ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს“, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
აღნიშნულით ბადრი ჯაფარიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელმაც მას თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადების თაობაზე ჰკითხა.
კალაძე: „მამუკა ხაზარაძემ ჩემი ვიდეო განათავსა და ერთი ადგილიც არ ჰქონდა, ისიც ბოლომდე განეთავსებინა“
„ამაშიც იკვეთება თუ რა ადამიანია, რა წარსულის მქონეა“ - ამბობს კახა კალაძე.
„ვერიდები ხოლმე ოპონენტების მიმართ ისეთი ტერმინოლოგიის გამოყენებას, როგორსაც ისინი არ იშურებენ ჩვენ მიმართ.
ზოგადად მინდა ვთქვა, რომ „ქართული ოცნების“ სპიკერების, ამ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, კრებსითად ვიტყოდი, რომ ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს“. – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
მამუკა ხაზარაძე თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს