LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ხაზარაძე თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

180
Untitled design (1)

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

„ინტერპრესნიუსს“ მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ განუცხადა, ხაზარაძე დედაქალაქის მერს პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივის და „ყალბი ცნობების უარყოფას“ მოითხოვს.

„დღეს კახა კალაძის მიერ გავრცელებული იყო მამუკა ხაზარაძის მიმართ პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობები, თითქოსდა ის ქონებას ართმევდა ბიზნესმენებს, შესაბამისად, სარჩელი მომზადდება მომავალ კვირაში. მოვითხოვთ ყალბი ცნობების უარყოფას“, – აღნიშნა კორძაძემ.

კითხვაზე, მოითხოვენ თუ არა ფულად კომპენსაციაც, ადვოკატი განმარტავს, რომ ფულად კომპენსაციას არ მოითხოვენ.

კახა კალაძე: შეიძლება ხაზარაძე „ნაცმოძრაობის“ წევრი არ იყო, მაგრამ პირველი იყო, ვინც ბინძურ საქმეებს აკეთებდა და სააკაშვილის ხელის ბიჭი იყო – ყველაფერი გვახსოვს და არ დაგვვიწყებია, როგორ აუბედურებდით ხალხს, როგორ ართმევდით ბიზნესებს

„ნამდვილად ყველას ყველაფერი ახსოვს.. დანარჩენზე სასამართლოში“ – როგორ პასუხობს ხაზარაძე კალაძის განცხადებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები