“ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ვოლსკი მიიჩნვს, რომ “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე პასუხისმგებლობის ხარისხით რაღაც ახალ ეტაპზე ავიდა, როდესაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პროცესისგან განზე უნდა გადგეს.
“არ მეჩვენება, რომ ბადრი ჯაფარიძე თავისი წარსულით, ან აწმყოში გაკეთებული განცხადებებით, ან ქმედებებით შორს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პათოსიდან, მაგრამ თუკი ეს განცხადება გააკეთა, მიუთითებს იმას, რომ პასუხისმგებლობის ხარისხით რაღაც ახალ ეტაპზე ავიდა, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა.
ვოლსკიმ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაც გაიხსენა და თქვა, რომ მის შინაარსში კავშირს ვერ ხედავს. როგორც “ქართული ოცნების” წევრმა თქვა, ვინც თვლის, რომ სააკაშვილი განზე უნდა გადგეს, სააკაშვილმა შეამკო ორი ხმოვანი ეპითეტით – ის არის ან დეგენერატი, იდიოტი ან ამორალური პიროვნება.
“არ ვიცი, ამას რა კავშირი აქვს ერთმანეთთან. რაც შეეხება, ჯაფარიძეს, „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში, ეს ჩვენს შორის რაიმე ურთიერთობის დათმობას ნამდვილად არ განაპირობებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ “ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი დღევანდელ პოლიტიკურ პროცესს უნდა გაემიჯნონ