„ქართულ ოცნებას“ მიტაცებული არჩევნების შედეგად მიტაცებული აქვს ხელისუფლება და ამას არ შეეგუებიან თანამოქალაქეები, რომლებიც გრძნობენ, განიცდიან თავისი ქვეყნის მომავალს და განიცდიან იმას, რომ ქვეყანა მიექანება უფსკრულისკენ , – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
ჯაფარიძის შეფასებით, ქვეყანაში შექმნილი „უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის“ განმუხტვა მხოლოდ ახალ, სამართლიან არჩევნებს შეუძლია.
„ჩემი მიზანია, რომ ერთობა შედგეს, სხვა შემთხვევაში, ვერ გადავრჩებით“ – ზურა გირჩი ჯაფარიძე
„ჩემი საქმეა ამ ადამიანებთან [ოპოზიციასთან] ურთიერთობა და კომუნიკაცია, არგუმენტების ჩვენება და ახსნა, რომ სხვანაირად უბრალოდ ვერ გადავრჩებით, რასაც დიდი ხანია ვაკეთებ.“
„პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ „ქართული ოცნება” ვერ მიხვდება, რომ ძალადობით, ადამიანების დაჭერით, ფინანსური ძალადობით ვერ გატეხს ჩვენი თანამოქალაქეების ნებას. თანამოქალაქეები, ვინც ახლა აქ [რუსთაველის გამზირზე] იმყოფებიან, ჩვენი ქვეყნის გულწრფელი პატრიოტები არიან, რომლებსაც სურთ ჩვენი ქვეყნის ნორმალური განვითარება და მისი ევროპულ ოჯახში ინტეგრირება. ეს ადამიანები არ დათმობენ თავის ქვეყნის ამ მომავალს, სახელმწიფოს არ დათმობენ, ამიტომ, ეს პროტესტი გაგრძელდება. ეს არის გარდაუვალი – სანამ არ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, რომ კრიზისი უნდა განიმუხტოს და კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები. ყველა კვლევაში ჩანს, რომ ჩვენი თანამოქალაქეების 80%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არის მძიმე პოლიტიკური კრიზისი, მათ შორის, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებიც ასე ფიქრობენ. ამ კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ხალხი გადაწყვეტს, ვის უნდა ანდოს თავისი ქვეყნის განვითარების მანდატი.
„ქართულ ოცნებას” მიტაცებული არჩევნების შედეგად მიტაცებული აქვს ხელისუფლება და ამას არ შეეგუებიან ის თანამოქალაქეები, რომლებიც გრძნობენ, განიცდიან თავისი ქვეყნის მომავალს და განიცდიან იმას, რომ ქვეყანა მიექანება უფსკრულისკენ”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.