ბრიტანეთის კინოაკადემიის დაჯილდოების, BAFTA 2026 წლის გამარჯვებულები ცნობილია. ღონისძიება 22 თებერვალს, ლონდონში, ისტორიულ დარბაზში, Royal Festival Hal-ში გაიმართა. საღამომ ტრადიციულად თავი მოუყარა მსოფლიო კინოს ვარსკვლავებსა და ინდუსტრიის მნიშვნელოვან ფიგურებს.
ცერემონიალის წამყვანი ბრიტანელი მსახიობი და კომიკოსი, დევიდ ტენეტი გახლდათ, რომელმაც ღონისძიება ჩვეული იუმორითა და ენერგიული მონოლოგით გახსნა.
HUNTR/X BAFTA-ზე იმღერებს – დაჯილდოების ნომინანტები ცნობილია
საღამოს ტრიუმფატორი ფილმი „ბრძოლის შემდეგ ბრძოლა“ გახდა, რომელმაც ჯამში 6 ჯილდო მოიპოვა, მათ შორის: „საუკეთესო ფილმის“, „საუკეთესო რეჟისორისა“ და „საუკეთესო ადაპტირებული სცენარის“ კატეგორიებში.
„საუკეთესო მსახიობი მამაკაცი“ – რობერტ არამაიო, ფილმისთვის „ვფიცავ“
„საუკეთესო მსახიობი ქალი“ – ჯესი ბაქლი, ფილმისთვის „ჰამნეტი“
„საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი“, შონ პენი, ფილმისთვის, „ბრძოლის შემდეგ ბრძოლა“.
„საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი“, ვუნმი მოსაკუ, ფილმისთვის „ცოდვილნი“
- საუკეთესო ბრიტანული ფილმი – „ჰამნეტი“
- საუკეთესო ორიგინალური სცენარი – „ცოდვილნი“
- საუკეთესო ანიმაციური ფილმი – „ზოოტოპია 2“
- საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – Mr. Nobody Against Putin
- ტექნიკურ კატეგორიებში (კოსტიუმები, მაკიაჟი, მხატვრობა) საუკეთესო ფილმად დასახელდა – „ფრანკენშტაინი“
განსაკუთრებული საპატიო ჯილდო, BAFTA Fellowship, კინოინდუსტრიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, გადაეცა დონა ლენგლის.