თბილისის ბაგა‐ბაღებში სურსათის ჰიგიენის წესების დაცვა გამკაცრდება. როგორც “ფორტუნას“ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ამ მიზნით რაიონების მიხედვით საბავშვო ბაღებში იწყება ტრენინგები, გადამზადებას საბავშვო ბაღის სამზარეულოში მომუშავე პერსონალი გაივლის. ტრენინგი მოიცავს სურსათის უვნებლობის საჭიროებასთან დაკავშირებულ თემებს, ბაგა‐ბაღებში სურსათის ჰიგიენურ პირობებში მიწოდების ზოგად პრინციპებსა და სანიტარიის წესებს.
ტრენინგს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო და შ.პ.ს ,,ელფი“ ატარებენ, რომელიც საბავშვო ბაგა-ბაღებს კვების მომსახურებას უწევს.