LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაგა-ბაღებში ტესტირება ჯერ არ დაწყებულა: 68 ბაღმა შეაჩერა სწავლა

82
BeFunky-collage - 2020-10-23T122724.172

დედაქალაქში ბაგა-ბაღებმა სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბერს განაახლეს, თუმცა 183 დაწესებულებიდან 4-მა სწავლა ვერ დაიწყო,  ხოლო 64-მა მალევე, დროებით სასწავლო პროცესი შეაჩერა. მიზეზი ბაგა-ბაღში კორონავირუსით დაინფიცირება გახდა.

“ფორტუნასთან” საუბარში ბაღების სააგენტოში აცხადებენ, რომ აღნიშნულ დაწესებულებებში კოვიდ-19-ის თითო შემთხვევა დაფიქსირდა, სააღმზრდელო პროცესი პრევენციის მიზნით და ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად, დროებით შეჩერდა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მიზნობრივი ჯგუფების რაოდენობა გაიზარდა და მათ შორის არის ბაგა-ბაღების თანამშრომლები. გავრცელებული ინფორმაციით, მიზნობრივი ტესტირება მიმდინარე კვირას უნდა დაწყებულიყო.

სააგენტოში განმარტავენ, რომ დაწესებულებებში ტესტირების პროცესი ჯერ არ დაწყებულა. რაც შეეხება ზუსტ დროს, როდის დაიწყება ბაგა-ბარებში თანამშრომელთა ტესტირება, ეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადასაწყვეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g