ბაღდათში, სოფელ დიმში, ქვევრში 2 ადამიანი გაიგუდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი სავარაუდოდ, ქვევრში დაგროვებული დიდი ოდენობის ე.წ. „ჭაჭის გაზია“.
„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.