LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკვლელობა თევდორე მღვდლის ქუჩაზე: „საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა“

504
პოლიცია

პირველ თებერვალს, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში, ერთი ადამიანი მოკლეს. პროკურატურამ დაკავებულს ბრალი ორი მუხლით წაუყენა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 თებერვალს, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 3 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

🔵 საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ➡️ შინაგან საქმეთა…

Posted by საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia on Wednesday 5 February 2025
magti 5g