LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაგირა დანგრეულ ოჯახზე და ფიზიკურ ძალადობაზე: „ყოველდღიურობა ჯოჯოხეთად მიქცია…“

843
ბაგირა

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეს, დეა ხიდეშელს, ანუ ბაგირას, პირველი ოჯახი დანგრეული აქვს.

ის საუბრობს მეორე ნახევრის მხრიდან ძალადობაზე:

„მსხვერპლად ყოველთვის შენივე გრძნობები გაქცევს. შეიძლება, ამ დასკვნით ვცდები, მაგრამ მანიპულაციის ბერკეტი ყოველთვის ის გრძნობაა, რომლის გამოც ქალებს უამრავი დამცირების მოსმენა და პარტნიორისგან ძალადობაზე თვალის დახუჭვა გვიწევს. სიყვარულის გამო ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვითმენდი. დროთა განმავლობაში ამ ყველაფერმა უკვე ფიზიკური ძალადობის სახე მიიღო. ფიზიკურმა ზეწოლამ, შეგრძნებამ, რომ ის ძლიერი იყო – ვერაფერი მოერეოდა, ოჯახი აღარ მიმიღებდა, რადგანაც მეგონა, ეს მათთვის დამამცირებელი იქნებოდა, ყოველდღიურობა ჯოჯოხეთად მიქცია. ჩემმა ასეთმა სიბრმავემ და ოჯახის კარგად „არცნობამ“ ლამის ფსიქიატრიულ კლინიკამდე მიმიყვანა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g