ნინო ნადირაძე და გუგა კუზანოვი „იმედის“ გადაცემას ესტუმრნენ, სადაც თავიანთ ქალიშვილთან, 25 წლის ბაია კუზანოვასთან ერთად მივიდნენ. მათმა ქალიშვილმა დედ-მამას შორის კამათის ეპიზოდებზე ისაუბრა და აღნიშნა:
„ერთი მეორეს არ აკლებს. 25 წელია, რაც ამ ოჯახში ვცხოვრობ და მე ამათი დილით ერთად საუზმე და სადილი არ მინახავს. არც ნინოს ერბო-კვერცხი, არც გუგას ყავა. მსგავსი ზრუნვა არ მინახავს. მეც ასე გავიზარდე, ძირითადად, ალასთან და ციცოსთან, ჩემი ძმა – უფრო ციცოსთან.
რა არის, იცით? რომ არიგებ ამათ, დედასთან დედის მხარე უნდა დაიჭირო, მამასთან – მამის და ასე შეარიგებ. თავიდან ვნერვიულობდი. მერე მივხვდი, რომ აზრი არ აქვს, სულ ასეთები იქნებიან…“
ნინო ნადირაძე აღნიშნავს, რომ ერთადერთი, რასაც მეუღლე უკონტროლებს, კაბის სიგრძეს უკონტროლებს: „ჩემი კაბის სიგრძე ახლა აღარაა ისეთი, აღარ ვშვრები ასეთ რამეს…“
გუგა კუზანოვი კი დასძენს: „ზოგჯერ არ აცვია კაბა. ასეთ დროს ვამბობ ხოლმე… დალი ჩიტალაძის დაბადების დღეზე მომიყვნენ შემდეგ ამბავს – გავიდა სახლიდან გოგონების სანახავად, გრძელ კაბაში, თურმე ჩანთაში ედო მოკლე კაბა, გაიხდიდა მანქანაში გრძელ კაბას და იცვამდა თურმე მოკლეს. არ ვიცოდი და გუშინ გავიგე…“