უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ეხმიანება ამბავს, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა. ცოლ-ქმრის ჩხუბისას გურჯაანში პატარა ბავშვი დაიღუპა.
პატარაია აღნიშნავს:
„ცოლის ცემისას კაცს 8 თვის ბავშვი შემოაკვდა, რომელიც დედას ხელში ეჭირა – საქართველო, 2021.
პ.ს. შემოაკვდა რა… მოკლა.
ძვირფასო ქალებო და გოგოებო, საერთოდ ნუ გათხოვდებით, თუ თავის რჩენა და დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალება არ გაქვთ, რომ ვიღაც მანიაკის ტყვეობაში არ აღმოჩნდეთ მთელი ცხოვრებით გამწარებულები. არ ღირს, მართლა არ ღირს ამდენ ტანჯვად არაფერი“.
