LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაიდენი ბრიუსელს ეწვევა – ევროკავშირი რუსეთისთვის ნავთობზე ემბარგოს დაწესებას გეგმავს

62
oil-r-1-1

ევროკავშირი რუსეთისთვის ნავთობზე ემბარგოს დაწესების შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე ტალღაზე მუშაობს.

„ჩვენ ვმუშაობთ სანქციების მეხუთე ტალღაზე, ნავარაუდებია, რომ იქ ბევრი ახალი სახელი გაჩნდება“,- განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალი რანგის დიპლომატმა „როიტერთან“ საუბარში.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბრიუსელს ეწვევა, სადაც ევროკავშირის ლიდერებთან ერთად სანქციების გამკაცრებაზე იმსჯელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g