LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაიდენი პუტინზე: ის ომის დამნაშავეა, ბარბაროსია, ის, რაც ბუჩაში ხდება, აღმაშფოთებელია

654
Untitled design (5)

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუსი სამხედროების მიერ ბუჩაში ჩადენილ ქმედებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ომის დამნაშავეა.

“ის ყასაბია” – ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინზე

როგორც ჯო ბაიდენი აცხადებს, ის გააკრიტიკეს, როდესაც ვლადიმირ პუტინს სამხედრო დამნაშავეს უწოდებდა, თუმცა ის, ბაიდენის თქმით, ომის დამნაშავეა:

“თქვენ გახსოვთ, რომ მე მაკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ პუტინს ვუწოდებდი სამხედრო დამნაშავეს. ის არის ომის დამნაშავე, მაგრამ ჩვენ უნდა შევაგროვოთ ინფორმაცია, უნდა მივაწოდოთ უკრაინას იარაღი, რათა მათ გააგრძელონ ბრძოლა, შევაგროვოთ ყველა დეტალი. ის ბარბაროსია. ის, რაც ბუჩაში ხდება, არის აღმაშფოთებელი და ეს ყველამ ნახა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ომის დანაშაული. მე ვეძებ ახალ სანქციებს, გავაგრძელებ სანქციების დაწესებას”, – განაცხადა ბაიდენმა.

“ვინ მოაწყო ბუჩაში ხოცვა” – უკრაინის დაზვერვა რუსი სამხედროების სიას ასაჯაროებს

“რუსეთმა უკრაინაში გენოციდი მოაწყო” – ზელენსკი ბუჩაში ჩავიდა

ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა ევროპის მიწაზე ჩადენილი სისასტიკეების სიაში ჩაიწერება, პუტინმა ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს – რა განცხადებას აქვეყნებს ევროკავშირი

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g