ჟენევაში, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა დასრულდა და სამიტი ახლა უკვე გაფართოებულ ფორმატში გრძელდება.
ჯო ბაიდენმა მოლაპარაკებების დაწყებამდე განაცხადა, რომ პირისპირ შეხვედრა ყოველთვის უკეთესია.
მედიასაშუალებების ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრა 90 წუთზე ცოტა მეტხანს გაგრძელდა, ახლა კი შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში იმართება.
ცნობილია შეხვედრისთვის პროტოკოლიც, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული ფორმატისთვის დაახლოებით 5 საათია გათვალისწინებული.
შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები პრესკონფერენციებს ცალ-ცალკე გამართავენ.
შეგახსენებთ, დღეს ჟენევაში პრეზიდენტების რანგში ბაიდენისა და პუტინის პირველი შეხვედრა “ლა გრანჟის” საუკუნოვან ვილაში გაიმართა. მასპინძელი შვეიცარიის პრეზიდენტი გაი პარმელინია, ვილაში კოლეგებს თავად შეუძღვა.
მოლაპარაკებებს გაფართოებულ ფორმატში, მხარეები სტრატეგიულ სტაბილურობაზე, პანდემიით გამოწვეულ კრიზისზე, კონფლიქტებზე, უკრაინაში არსებულ მდგომარეობასა და ორმხრივ ურთიერთობებზე გაამახვილებენ ყურადღებას.